სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის ოლქში, 10 თემს დაესხნენ თავს.
მათივე ცნობით, რუსების სამიზნე იყო - მიკოლაივის, ხოტინის, იუნაკივკას, ბილოპილიის, კრასნოპილიის, ჰლუხივის, ესმანის, შალიგინეს, სერედინა-ბუდას და ზნობ-ნოვგოროდსკეს თემები.
სულ 90 აფეთქება დაფიქსირდა.
მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.