საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს, გზავნილი მიიღოს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობა კი ამ პროცესს აფერხებს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანას მიეცა წინასწარ, გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ დგამს ამ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ბრაჟემ.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი იმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოა.