ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რობერტა მეცოლა უკრაინასა და მოლდოვაზე: ჩვენი საერთო მომავალი ახლა იწყება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ეხმიანება. როგორც რობერტა მეცოლა წერს, დღევანდელი დღე ისტორიულია.

„2024 წლის 25 ივნისი ისტორიაში შევა. დღეს ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვიწყებთ.

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გვაძლიერებს, გვაკავშირებს, როგორც ერთ ოჯახს. ჩვენი საერთო მომავალი ახლა იწყება", - წერს მეცოლა X-ზე.

დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს.