ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა - იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ეხმიანება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ისტორიული დღეა.

„ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს.

თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება“, - წერს ზელენსკი.

დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს.