ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზარქუა: არ ვიცი, ვენეციის კომისიაზე ზეწოლას ვინ ახორციელებს - გაოგნებული ვართ, ვენეციის კომისიაა თუ რანაირი კომისიაა?

გაოგნებული ვართ, ვენეციის კომისიაა თუ რანაირი კომისიაა? ან საქართველოს ისტორია, ტრადიცია და მართლმადიდებლობა შეისწავლონ, ან არ ვიცი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, საქართველოში არ იქნება არც ერთნაირსქესიანთა ქორწინება და არც ლგბტ პროპაგანდა.

„მნიშვნელოვან ცვლილებებს როცა ვამზადებთ, ყოველთვის უზრუნველვყოფთ ვენეციის კომისიის ჩართულობას პროცესში, მაგრამ ახლა გაოგნებული ვიყავით, როცა ვენეციის კომისიის დასკვნა წავიკითხეთ. ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ წერია, რეკომენდაციას თუ არ გაითვალისწინებთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოს და შვილის აყვანაზე პრობლემა არ შეექმნასო. გაოგნებული ვართ, ვენეციის კომისიაა თუ რანაირი კომისიაა? ან საქართველოს ისტორია, ტრადიცია და მართლმადიდებლობა შეისწავლონ, ან არ ვიცი. დასკვნაში ყველაფერი საპირისპირო ჩაწერეს. ეტყობა, ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ეს არის შეურაცხყოფა მართლმადიდებლობის, ტრადიციის და ისტორიის. არ ვიცი, კომისიაზე ზეწოლას ვინ ახორციელებს, მაგრამ საქართველოში არ იქნება არც ერთნაირსქესიანთა ქორწინება და არც ლგბტ პროპაგანდა“, – განაცხადა ზარქუამ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნაში გამოხატულია შეშფოთება, რომ ამ კანონის განხილვა დაიწყო მაშინ, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და ხდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების წუხილების უგულებელყოფა.