ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბლოკის წამყვანი თანამდებობის კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის მოქმედი ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმავე თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი - ჟოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.
ევროპარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.