ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. გარდა ამისა, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები მათ „მონებს" და „რუსებს" ეძახიან.

მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 22:00 საათზე დაიწყო. 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.