ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

CNN: ჯო ბაიდენის ოჯახმა თეთრი სახლის ლიდერი დაარწმუნა, არ გამოეთიშოს წინასაარჩევნო კამპანიას

ჯო ბაიდენის ოჯახმა თეთრი სახლის ლიდერი დაარწმუნა, არ გამოეთიშოს წინასაარჩევნო კამპანიას. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, პრეზიდენტის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი და შვილიშვილები დონალდ ტრაპმის წინააღმდეგ გამართული დებატების შესაფასებლად შეიკრიბნენ და ჯო ბაიდენს „ცალსახა მხარდაჭერა“ გამოუცხადეს.

CNN-ის ცნობით, საუბარი შეეხებოდა არა იმას, მოხსნას თუ არა ბაიდენმა კანდიდატურა, არამედ იმას, როგორ შეუძლია ოჯახს, მას კამპანიაში დაეხმაროს.