ეს პერიოდი და დღეები არასდროს დამავიწყდება - მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით-ა ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე Intagram-ზე წერს და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობას ეხმიანება.
„ვარ უზომოდ ამაყი და ბედნიერი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, უფრო ძლიერები. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფსა და ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანს“- წერს ჩაკვეტაძე.