მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებით,- ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრუკინგსის ინსტიტუტის დისკუსიაზე, „აგენტების კანონზე“ ინსტიტუტის მკლევარ-ანალიტიკოსის, სოფიკო ბერიაშვილის დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ არამხოლოდ გამოთქვა ღრმა შეშფოთება „აგენტების კანონის“ მიღების გამო, არამედ მიიღეს ზომებიც.
„თქვენ ახსენეთ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამ კანონის მიღების გამო, არამედ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთებების მანიფესტირებისთვის და ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ მიმართულებას, რომელი მიმართულებითაც სვლა საქართველოს და ქართველ ხალხს სურს“,- განაცხადა ბლინკენმა.
საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მიღების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.