ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Reuters: თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის, კამილა ჰარისი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია

Reuters -ი თეთრი სახლის, დემოკრატიული პარტიისა და ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის შვიდ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი იქნება.

გამოცემის ცნობითს, გასულ კვირას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართულ პირველ საპრეზიდენტო დებატებს დემოკრატიულ პარტიაში პანიკა და შეშფოთებები მოჰყვა, რამდენად შეძლებს ჯო ბაიდენი მეორე ვადით ქვეყნის გაძღოლას.

კამალა ჰარისის გარდა, დემოკრატები ასევე განიხილავენ გუბერნატორების გევინ ნიუსომის, გრეტჩენ უითმერისა და ჯოშ შაპიროს კანდიდატურებს.

დემოკრატიული პარტიის ყრილობა 19-22 აგვისტოს განმავლობაში ჩატარდება, სადაც პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა დაასახელოს.