ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დნიპროში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დნიპროში რუსი ოკუპანტების მიერ 28 ივნისს და 3 ივლისს განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 28 ივნისს დაზიანებული სახლის ნანგრევების ქვეშ მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს, რამაც იმ ავიაიერიშის მსხვერპლი 3-მდე გაზარდა.

ასევე, საავადმყოფოში გარდაიცვალა 60 წლის ქალი, რომელიც გუშინდელი იერიშის შედეგად დაიჭრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნიპროში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. საერთო ჯამში ბოლო დღეებში რუსეთის იერიშებს 6 ადამიანი ემსხვერპლა.