ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშკიანმა გაიმარჯვა.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, ფეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა 13,5 მილიონზე მეტი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,8% შეადგინა.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა. მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა იყო.