უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 13 ,,შაჰიდის" ტიპის დრონიდან 13-ვე ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.
დრონები ჩამოაგდეს ხარკოვში, კიროვოგრადში, სუმისა და პოლტავას რეგიონებში.