საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის არჩევნებს ეხმიანება, სადაც, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დამარცხდა.
,,საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი",- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაა, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“.