ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკრონმა საფრანგეთის პრემიერს თანამდებობის დატოვების განცხადება არ დაუკმაყოფილა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა ის არ დააკმაყოფილა.

მაკრონმა, რომლის პარტიაც საპარლამენტო არჩევნებშ მეორე ადგილზე გავიდა და პირველობა მემარცხენე „ახალ სახალხო ფრონტს“ დაუთმო, ატალს დროებით თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.

ახალი მოწვევის პარლამენტში მემარცხენეებს 182 დეპუტატი, ემანუელ მაკრონის მომხრეების კოალიციას 168 დეპუტატი, ხოლო მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ძალას - 143 დეპუტატი ეყოლება.