უკრაინაში რუსეთის გუშინდელი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაშავებულია 170 ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
მისივე ცნობით, დაღუპულებს შორის 3, ხოლო დაშავებულებს შორის 13 ბავშვია.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
კიევში დღეს გლოვის დღეა, ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა - გუშინდელ სარაკეტო იერიშს უკრაინის დედაქალაქში 27 ადამიანი ემსხვერპლა.