რამდენიმე წუთში ბათუმში შესასვლელი გზის ბლოკირება მოხდება, დემონსტრანტები თამარ მეფის ქუჩისკენ მიემართებიან.
ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა და უფრო მასშტაბური ხასიათის გახდა.
დღესვე ბათუმში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების აქციაც გაიმართა. ისინი, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას სთხოვენ.
ავტორი: სულხან მესხიძე