თითქმის ერთი საათია, რაც ბათუმის მთავარი შესასვლელი პიკეტირებულია. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო მიმოსვლის განახლება შეუძლებელია.
ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა და უფრო მასშტაბური ხასიათის გახდა.
დღესვე ბათუმში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების აქციაც გაიმართა. ისინი, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას სთხოვენ.
ავტორი: სულხან მესხიძე