ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი პარლამენტარებს: გამოიჩინეთ გამბედაობა და არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი სალომე ზურაბიშვილის მიერ „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებას ეხმიანება და პარლამენტის წევრებს მიმართავს.

„მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს „უცხოური აგენტების კანონზე“ ვეტოს დადების გზით. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ დაძლიონ მისი ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი X-ზე.

სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო.