„უცხოელი აგენტების კანონზე“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო წინსვლის გზას გვთავაზობს, - ასე ეხმიანება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
„ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და დაუბრუნდეს ევროკავშირის კურსს”, – წერს ცაჰკნა X-ზე.
სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო.
#Georgia’s President @Zourabichvili_S veto to foreign agents law offers a way forward. #Estonia calls on Georgia’s leadership to withdraw the law & revert to 🇬🇪’s EU course.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) May 18, 2024