ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აქციაზე სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარიდან მივიდნენ

პარლამენტთან, სადაც ახალგაზრდები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, სკოლის მოსწავლეები მივიდნენ, რომლებსაც დღეს სკოლაში ბოლო ზარი ჰქონდათ.

მე-12 კლასელების თქმით, სურთ კიდევ ერთხელ გააპროტესტონ რუსული კანონი და მომავალ წელს ბოლო ზარს მოსწავლეები ევროპაში შეხვდნენ.

მათივე თქმით, მაისურებზე და პერანგებზე დატანილი ნახატები და წარწერები დღევანდელობას ასახავს და შეესაბამება იმ ადგილს, სადაც ახლა დგანან.

პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილი.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია პოლიცია და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.