თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება ამ ეტაპზე არაა მზად პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების იდეის განსახილველად.
შესაბამისად, ის არ მიბაძავს ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის მაგალითებს. სამმა ევროპულმა სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გამოაცხადა.
„პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოდ არსებობა რჩება გერმანული პოლიტიკის სამიზნეში, თუმცა უახლოეს მომავალში მისი აღიარების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება. ამ საკითხს მხოლოდ მოგვიანებით მივუბრუნდებით შესაბამისი პოლიტიკური პროცესების დასრულების შემდეგ. გერმანია დიდი ხანია მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნასა და პალესტინური სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას, კონცეფციას სახელწოდებით „ორი სახელმწიფო ორი ერისთვის“, რაც შექმნის ებრაელებისა და პალესტინელების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაცხოვრების წინაპირობას. ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყება ყველაზე იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატრინ დუშაუერმა.