საფრანგეთმა ახალი კალედონიიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. პირველი საევაკუაციო რეისები ახალი კალედონიიდან სამხედრო თვითმფრინავებით შესრულდა, რადგან დედაქალაქ ნუმეას საერთაშორისო აეროპორტი არეულობის გამო ერთ კვირაზე მეტია, დაკეტილია. ტურისტები ახალი კალედონიიდან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საფრანგეთში კომერციული რეისებით ჩავლენ.
„უცხოელების და ფრანგი ტურისტების სახლში გაგზავნის ღონისძიებები გრძელდება“, - ნათქვამია საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი უმაღლესი კომისიის განცხადებაში.
ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც იქ ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ. ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილება ადგილობრივ მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას შეამცირებს.