ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხარკოვში სამშენებლო ჰიპერმარკეტზე რუსული ძალების თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 40-მდე პირი

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, სამშენებლო ჰიპერმარკეტზე რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დასტურდება 6 ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია 40-მდე პირი, ხოლო დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. 

რუსული არმია თავს დაესხა ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს.