პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ყველა შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.
დღეს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი აქცია დღეს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.